მსოფლიო რაგბიმ წლის პირველი სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელი დარჩა.
„ბორჯღალოსნებს“ გერმანიასთან გამარჯვებით სარეიტინგო ქულები არ მოემატა და ისევ მე-13 ადგილზე იმყოფება 75.19 ქულით. ლევან მაისაშვილის გუნდი მცირედით ჩამორჩება იტალიის ნაკრებს, ხოლო ფიჯის ნაკრებს უსწრებს.
რეიტინგის სათავეში ისევ ირლანდიის ნაკრებია, რომელსაც კვალში საფრანგეთის, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები უდგანან. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებები თითო პოზიციით დაქვეითდნენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის მეორე ტურში 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. მსოფლიო რაგბის რეიტინგში ცვლილებები სწორედ მომდევნო უიქ-ენდზე დაგეგმილი მატჩების შემდეგაა მოსალოდნელი.