ფეხბურთი

1:43 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ სტუმრად „ამიენი“ 2:0 დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელი კი საუკეთესო იყო, რადგან გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

მიქაუტაძემ ანგარიში 55-ე წუთზე პენალტით გახსნა, რომელიც თავად მოიპოვა და ზუსტადაც შეასრულა. 78-ე წუთზე მან საგოლე პასი მიითვალა, როდესაც არტურ ატამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიქაუტაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში 11 გოლით „ბორდოს“ ფეხბურთელ ჯოშ მაჯას გაუთანაბრდა. თუმცა, ქართველს 5 საგოლე პასი აქვს აქტივში, ნიგერიელს 3 და ამის ხარჯზე გიორგი პირველ ადგილზეა.

„მეცი“ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „კაენს“ უმასპინძლებს.

0.133951