„ვალენსია“ ლა ლიგის მეოცე ტურში „ჟირონასთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ რომ არა გიორგი მამარდაშვილი უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა. ქართველმა მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა და „ვალენსიადან“ საუკეთესოდ დაასახელეს ესპანურმა გამოცემებმა.
Superdeporte: „გუნდს სიცოცხლე შეუნარჩუნა და 3 აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ქართველისგან მეტს ვერ მოითხოვ“.
As: „კიდევ ერთხელ საუკეთესო. მან გუნდი პირველ ტაიმში ბევრი გოლისგან გადაარჩინა, გოლის მომენტში კი ვერაფერი შეძლო. პირველი ტაიმის ბოლოს შეცდომაც დაუშვა“.
Eldesmarque: „პირველ ტაიმში სამი შესანიშნავი სეივი ჰქონდა, რამაც გუნდი გადაარჩინა. 45-ე წუთზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად, საუკეთესო იყო. მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ იხსნა გუნდი. გოლის დროს ბურთს შეეხო“.
შეგახსენებთ, „ვალენსია“ 20 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ვალენსია“ 11 თებერვალს, „ბილბაოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.