ბაქოს „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სუმგაითი“ 2:0 დაამარცხა, სოლომონ კვირკველიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა ანგარიში თავური დარტყმით 54-ე წუთზე გახსნა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-19 მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „ნეფთჩი“ 44 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.