ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ ესტუმრა და დამარცხდა, რის შედეგადაც „ბარსელონას“ უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ნაჩო ფერნანდესის ანგარიშზეა - „რეალის“ მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში მარკო ასენსიომ პენალტი ვერ გაიტანა და წონასწორობა ვერ აღადგინა.
„რეალს“ 20 ტურში 45 ქულა აქვს და „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება, თანაც მეტოქესთან შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „ელჩეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.