ძიუდო

15:03 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექაური, თუშიშვილი და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემს პირველივე წრეში გამოეთიშნენ

პარიზის გრანდ სლემის მეორე და ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.

ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თავიანთ პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და მედლისთვის ვეღარ იბრძოლებენ.

90 კგ წონაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა იასპარეზა, რომელიც საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ პირველივე ბრძოლა წააგო ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰამბოსთან და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ასპარეზობა ემირატების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც წააგო და გრანდ სლემს დაემშვიდობა.

ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა კუბელი ლიესტერ კარდონა და ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა. გურამ თუშიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო იაპონელ ჰიოგა ოტასთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. საბა ინანეიშვილმა ასევე პირველი ბრძოლა დათმო უზბეკ ალიშე იუსუპოვთან და ისიც უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა ელისო სისაურს, მაგრამ ის ტურნირზე არ გამოცხადებულა.

აქვე გეტყვით, რომ პარიზში კიდევ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

0.121222