ფეხბურთი

0:12 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალ მადრიდის“ მეტოქე ცნობილია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ¼ ფინალური შეხვედრები გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.



გაირკვა, რომ ტურნირის ნახევარფინალში „რეალ მადრიდს“ ეგვიპტური ალ-აჰლი დაუპირისპირდება. აფრიკის ვიცე-ჩემპიონმა მეოთხედფინალში აშშ-ის წარმომადგენელი „სიეტლ საუნდერსი“ აფშას მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 0:1 დაამარცხა.

მეორე 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში აზიის ჩემპიონმა „ალ-ჰილალმა“ აფრიკის ჩემპიონს, მაროკოს წარმომადგენელ „ვიდადს“ პენალტების სერიაში სძლია. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. „ვიდადი“ ელ ამლუდის გოლით იგებდა, თუმცა მატჩის ბოლოს, 94-ე წუთზე საუდის არაბეთის ნაკრებისა და „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა, მოჰამედ კანომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც უკეთესი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელები აღმოჩდნენ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდებიან.

„ფლამენგოსა“ და „ალ-ჰილალის“ მატჩი 7 თებერვალს, „ალ-აჰლისა“ და „რეალ მადრიდის“ მატჩი კი 8 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებული გუნდები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

0.125107