საფრანგეთის TOP 14-ის მე-17 ტურში ბექა გორგაძის „პომ“ „რასინგ 92“ 38:19 დაამარცხა, ქართველმა მორაგბემ კი დუბლი შეასრულა.
გორგაძემ მე-11 წუთზე მეტოქის ლელოს უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე ლელო კი მან უკვე მეორე ტაიმში გაიტანა. „პოს“ უპირატესობა გორგაძემ მეორედ უკვე მე-60 წუთზე გაზარდა.
მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა გიორგი ხარაიშვილი 3 ნომერზე, თუმცა ის მატჩის მეორე ნახევარში შეცვალეს.
დღევანდელი გამარჯვება „პო“-სთვის მე-6 იყო 10 წაგებისა და 1 ფრის წილ და ეს გუნდი მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბის გუნდი 18 თებერვალს, „პერპინიანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.