ფეხბურთი

18:46 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანი: “მგონია, რომ ვიხრჩობი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 29 წლის ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ფრანგულ CANAL+-სთან საფრანგეთის ნაკრების დატოვების შესახებ ისაუბრა და მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დაასახელა:



„მაღალ დონეზე თამაში სარეცხის მანქანას ჰგავს. გადატვირთული გრაფიკი გვქონდა და გაუჩერებლად ვთამაშობდით. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი გრაფიკისგან ვიხრჩობი და მოთამაშე ვარანი ადამიან ვარანს სჭამს“ - განაცხადა რაფაელმა.

რაფაელ ვარანი უგო ლორისისა და სტივ მანდანდას შემდეგ ბოლო 1 თვეში გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრები დატოვა.

29 წლის მცველმა ეროვნულ გუნდში 93 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მან „ლე ბლუსთან“ ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 2021 წელს კი ერთა ლიგა მოიგო, რაც შეეხება გასულ, კატარის მუნდიალს, იქ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.12375