თურქულმა „ბაშაქშეჰირმა“ „სევილიადან“ იჯარით ადნან იანუზაი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბელგიელი თურქეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სტამბოლელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ადნან იანუზაი „სევილიაში“ 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბელგიელს „სევილიას“ გარდა, „მანჩესტერში“, „სანდერლენდში“, „დორტმუნდსა“ და „სოსიედადში“ აქვს ნათამაშები.