ფეხბურთი

19:26 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე "ბაიერნთან" ვერ ითამაშებს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპე მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ პსჟ-ს ვებგვერდი იტყობინება.

ფრანგული კლუბის ცნობით, მბაპეს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება და 3 კვირა იუქმებს. შესაბამისად, კილიანი „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 15 თებერვალს პარიზში გაიმართება.

მბაპემ ტრავმა „მონპელიესთან“ მატჩში მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ოპტიმისტურად ისაუბრა და სერიოზული ტრავმა არ ივარაუდა:

„მხოლოდ დაჟეჟილობაა, მაგრამ მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ და ვერ გავრისკავდით, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია“, - თქვა მატჩის შემდეგ გალტიემ.

თუმცა, როგორც ჩანს, გალტიეს პროგნოზი არ გამართლდა და სამედიცინო გამოკვლევამ უფრო რთული დიაგნოზი აჩვენა.

0.11341