14:48 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიეშით „ბეშიქთაში“ დაინტერესდა

Goal.com-ის ცნობით, „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეშმა, თურქული „ბეშიქთაშისგან“ მიიღო შეთავაზება.

წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ნახევარმცველის მაღალი ხელფასი იყოს.

თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 8 თებერვალს იხურება.

შეგახსენებთ, რომ ზიეშის ტრანსფერი პსჟ-ში ლონდონური კლუბის გამო ჩაიშალა. 29 წლის მაროკოელის მოქმედი ხელშეკრულება „ჩელსისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ზიეშმა „არისტოკრატების" მაისურით ყველა ტურნირში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113659