ნიქოზიის „აპოელის“ პრეზიდენტმა პროდრომოს პეტრიდისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ გიორგი ქვილითაიას შესახებ სარფიანი წინადადება ჰქონდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა.
„ქვილითაიას შესახებ მქონდა წინადადება, მაგრამ მე ვარჩიე გუნდში დამეტოვებინა და არ გამეყიდა, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა. ფაქტობრივად ძალიან სარფიანი და კარგი შეთავაზება იყო“, - თქვა პეტრიდისმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია „აპოელში“ 2021 წლიდან თამაშობს და 44 მატჩში 18 გოლი გაიტანა.