საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქული „დარუშაფაქა“ მისსავე მოედანზე დამაჯერებლად, 80:59 დაამარცხა.
ესპანელებმა პირველივე ტაიმში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვება ადვილად მოიპოვეს.
მატჩის MVP გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 19:19 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით ლიდერია და მესამე შეხვედრას 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ ჩაატარებს.