ფეხბურთი

19:55 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარას დარჩენა სურს და მისი კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ"

იტალიელმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია Rai-ის სატრანსფერო ექსპერტმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა სურს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესი იზრდება.

ვენერატომ აღნიშნა, რომ „ნაპოლიმ“ კვარას ზაფხულში მისი კლასისთვის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმოს.

„ის რჩება „ნაპოლიში“ და სეზონის ბოლოს მისი კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ. არსებობს ბიჭის და მისი გარემოცვის სურვილი, რომ „ნაპოლიში“ თამაში გააგრძელოს“, - თქვა ვენერატომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მისი ხელფასი 1.2 მილიონი ევროა. იტალიური მედია წერს, რომ ზაფხულში ქართველს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებენ და ხელფასს გაუორმაგებენ.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.130814