სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ერთ-ერთი ხმაურიანი ტრანსფერი ჟოაუ კანსელუს „ბაიერნში“ გადასვლა იყო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში პირველი პრესკონფერენცია გამართა:
„ჯერ-ჯერობით დიდებული გრძნობა მაქვს დაუფლებული. ვიცი თუ რამდენად დიდი კლუბია „ბაიერნი“. მსურდა მოთამაშეებთან ერთად რაც შეიძლება სწრაფად მევარჯიშა. „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის ის, რომ ამ ექსტრაორდინალურ მოთამაშეებთან ერთად ვითამაშო. ვიცი, რომ ეს კლუბი ტიტულებით ცხოვრობს და მეც წარმატების სურვილი მამოძრავებს.“ - განაცხადა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მცველი მიუნხენურ კლუბს სეზონის დასრულებამდე იჯარით, „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა. „ბაიერნს“ მისი გამოსყიდვა იჯარის დასრულების შემდეგ შეეძლება.
ჟოაუ კანსელუ „ქალაქელებს“ 2019 წელს შეუერთდა და 154 მატჩში 9 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.