საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს პოლონეთის ქალაქ ლეშნოში გაიმართა დევისის თასის მეორე ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ჩოგბურთელების თამაშების თანდმიმდევრობა და მათი ბოლივიელი მეტოქეები გაირკვა.
როგორც ცნობილი იყო, საქართველოს ნაკრებს წილისწყრის შედეგად ბოლივიის ნაკრები ერგო. შეხვედრები 2 და 3 თებერვალს „ლეშნო ტენის ქლაბ" არენაზე გაიმართება.
2 თებერვალს პირველ მატჩს ალექსანდრე ბაკში ხუან კარლოს პრადო ანჯელოს წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო მატჩი ზურა ტყემალაძეს და რაულ გარსიას შორის გაიმართება.
რაც შეეხება 3 თებერვალს, პირველი მატჩი წყვილებს შორის გაიმართება და ალექსანდრე მეტრეველის და ალექსანდრე ბაკშის წყვილი სანტიაგო ნავაროს და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება.
მატჩების დასაწყისი საქართველოს დროით 2 თებერვალს 20:00 საათზე , ხოლო 3 თებერვალს 19:00 საათზეა ჩანიშნული.