ფეხბურთი

14:21 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე ბრაზილიის მწვრთნელობაზე ფიქრობს და ანჩელოტის პასუხს ელოდება

ესპანური Sport-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს თუ შესთავაზებენ, რომ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს, ის ამ შეთავაზებას დასთანმხდება.



როდესაც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოზიციისთვის კანდიდატურა დაასახელა, მათ სიაში პირველ ადგილს პეპ გვარდიოლა, მეორეს კარლო ანჩელოტი, მესამეს კი ლუის ენრიკე იკავებდა. ასევე იყო გაჟღერებული ზიდანისა და ანჩელოტის სახელებიც.

გვარდიოლას ვარიანტი მალევე გამოირიცხა, რადგან პეპმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რეალ მადრიდს“ არ დატოვებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს კანდიდატურა უფრო და უფრო რეალური ხდება.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი თებერვლის ბოლოს გამოაცხადოს, რათა მარტის თამაშებისთვის გუნდს ხელმძღვანელი ჰყავდეს. ამ სიტუაციაში უპირატესობა სწორედ ასტურიელ სპეციალისტს ენიჭება და ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ როგორც კი ფორმალურად ყველაფერი მოგვარდება, ლუის ენრიკე მათ შეთავაზებას მაშინვე მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110937