„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაადასტურა, რომ ავსტრიელი ნახევარმცველი, მარსელ ზაბიცერი 2023 წლის ივნისამდე იჯარის წესით მათ გუნდში ითამაშებს.
ავსტრიელს ნახევარმცველს ევროპის ლიგებში 443 მატჩი აქვს ჩატარებული. ის სხვადასხვა დროს, „ადმირას“, „ვაკერის“, „რაპიდის“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა, საიდანაც 2021 წლის აგვისტოში მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. „რეკორდმაისტერის“ რიგებში მან 54 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ხანდახან, ცხოვრებაში სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. იმ მომენტიდან, როდესაც გავიდე, რომ ეს შესაძლებლებლობა მეცემოდა, ვიცოდი რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. მე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვარ, მსურს მოგება და კლუბის დახმარება სეზონის მიზნების მიღწევაში“ - განაცხადა ზაბიცერმა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კარგ ფორმაშია. გუნდს EFL CUP-ის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი აკლია, პრემიერლიგაში კი 39 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.