„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
იანვარში გიორგის მარდი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 26.8 გამოდგა და ვალტერ ტავარეშთან ერთად თვის MVP-ს ტიტული ერგო.
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მე-11-ედ დასახელდა, რაც ლიგა ენდესას რეკორდია! ისიც ვთქვათ, რომ იანვარში ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში იანვარში საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა.