ფეხბურთი

23:26 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: "მანჩესტერ სიტი" კვარაცხელიას აკვირდება"

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერ სიტის“ გეგმებზე წერს.

წყაროს თანახმად, პეპ გვარდიოლას ძალიან სურს „ლესტერ სიტიდან“ ჯეიმს მედისონისა და „დორტმუნდიდან“ ჯუდ ბელინგემის დამატება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში „სიტი“ მზადაა „რეალს“ კონკურენცია გაუწიოს, რომელიც ასევე დაინტერესებულია მისი გადაბირებით.

გარდა ამისა, Daily Mail-ი იტყობინება, რომ მანჩესტერელები აქტიურად აკვირდებიან „მილანში“ რაფაელ ლეაუს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც სხვა ევროპული კლუბებიც აქტიურად აკვირდებიან.

იმ შემთხვევაში თუ „სიტი“ ლეაუს ან კვარაცხელიას გადაბირებას მოახერხებს, ფილ ფოდენს ცენტრში გადაწევა მოუწევს, ხოლო ილქაი გუნდოგანი და ბერნარდო სილვა დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიური მედია მასთან ერთი წლით თანამშრომლობის გაგრძელებას დიდი ხანია ვარაუდობს და ასევე ცნობილია ისიც, რომ მომდევნო ზაფხულს კვარას „ნაპოლიდან“ წასვლის შანსი საკმაოდ დაბალია.

0.126239