ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
24 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო იორკშირელებს მისი გამოსყიდვა ზაფხულში 34 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 96 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 5-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.