ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში თითქმის ორი კვირაა პატიმრობაშია და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. დღეს ციხიდან 39 წლის მცველის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ არაფრის ეშინია.
„მივიღებ იმას, რაც იქნება. 15 წლის ასაკში წავედი სახლიდან და ამაზე რთული განსაცდელი გავიარე, არაფრის მეშინია“, - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, დანი ალვეში 23 წლის გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული და გირაოთი ციხის დატოვებაზეც უარი უთხრეს. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დაზარალებულმა ფულად კომპენსაციაზე უარი თქვა და დანი ალვეშის პატიმრობით დასჯას ითხოვს.