ფეხბურთი

17:37 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემ ფორესტი“ კეილორ ნავასის დამატებას უახლოვდება

პრემიერლიგის კლუბ „ნოტინგემ ფორესტს“ ძირითადი შემადგენლობის მეკარე, დინ ჰენდერსონი დაუშავდა, რის გამოც გუნდი აქტიურად ცდილობს კეილორ ნავასის შეძენას.



დინ ჰენდერსონი „ნოტინგემში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არის განათხოვრებული და სეზონის პირველ ნაწილში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ინგლისელი მეკარე 4-დან 5 კვირამდე იუქმებს. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში კეილორ ნავასის გარშემო სიტუაცია არც ისე დალაგებულია, კოსტა რიკელი მეკარეც არ არის უარზე კარიერა ინგლისში განაგრძოს.

ჯანლუიჯი დონარუმას „პსჟ“-ში გადასვლის შემდგომ, 36 წლის მეკარის პოზიციები შეირყა. მას ამ სეზონში ლიგა 1-ის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნავასს კრიშტიანუ რონალდუს ახალი გუნდი, „ალ ნასრიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა კოსტა რიკელის სასწორი ინგლისიკენ გადაიხარა.

ნავასი „პარი სენ-ჟერმენს“ 2019 წელს, „რეალ მადრიდან“ შეუერთდა და ფრანგული გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა.

0.125749