იტალიის კორტინა დ’ამპეცოში მსოფლიო თასის მამაკაც მოთხილამურეთა სუპერ-გიგანტის ზედიზედ მეორე რბოლა გაიმართა და ისიც შვეიცარიელი მარკო ოდერმატის გამარჯვებით დასრულდა. მან 0.76 წამით აჯობა მეორეზე გასულ იტელიელ დომინიკ პარისს.
„ისევ უნაკლო რბოლა მქონდა. თავდაჯერება მეხმარება. ის კი გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა ოდერმატმა, ვინც ორ დღეში სუპერ-გიგანტის ორი რბოლა მოიგო.
მესამე ადგილი ავსტრიელმა დანიელ ჰემეტსბერგერმა დაიკავა, ვინც იმით ისარგებლა, რომ 21-მა მოთხილამურემ, ფინიშს ვერ მიაღწია. ის გამარჯვებულს 1.03 წამით ჩამორჩა, რაც კარიერაში პირველი კვარცხლბეკისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება სუპერ-გიგანტში მსოფლიო თასის მოქმედ მფლობელს, ნორვეგიელ ალეკსანდერ ომოდტ კილდეს, მან მოსახვევ დელტაში შეცდომა დაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამ გამარჯების შემდეგ, ოდერმატი კილდეს სუპერ-გიგანტში 148 ქულას, აბსოლუტურ ჩათვლაში კი 313 ქულას უგებს.