იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა ითამაშეს. ერთმა მოიგო, მეორემ - წააგო.
შენგელიას „ვირტუსმა“ „ვერონა“ 87:82 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 13 მოგებით და 4 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს „ბრეშას“ ესტუმრება.
ბურჯანაძის „რეჯანა“ გასვლაზე „ბრინდიზისთან“ 74:81 დამარცხდა. ბექამ 16 წუთში, 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
„რეჯანა“ 5 მოგებით და 12 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, „პეზაროს“ შეხვდება.