ფეხბურთი

14:00 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზედინ უნაჰი "მარსელში" ითამაშებს

მარსელის „ოლიმპიკმა“ მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი აზედინ უნაჰი დაიმატა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა და ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.

უნაჰი „მარსელს“ „ანჟერიდან“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ უნაჰის დამატება „ნაპოლის“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, „მარსელმა“ უფრო იაქტიურა და ფეხბურთელი გადაიბირა.

აზედინ უნაჰი „ანჟერში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 48 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მაროკოს ნაკრებში 17-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.111303