ფეხბურთი

23:12 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ნასრის მწვრთნელი: „რონალდუ ევროპაში დაბრუნდება“

„ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, ჟურნალისტებს , კრიშტიანუ რონალდუს კარიერის სავარაუდო გაგრძელების თაობაზე ესაუბრა.

„რონალდუ ჩვენს შემადგენლობას ხარისხობრივად გააუმჯობესებს. პრობლემებს შეუქმნის მეტოქე მცველებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და არ მგონია, კარიერა „ალ-ნასრში“ დაასრულოს. რონალდუ ევროპაში დაბრუნდება“, - ციტირებს გარსიას სიტვებს TalkSPORT.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელის დებიუტი „ალ-ნასრში," გასულ კვირას, „ალ იტიფიკთან“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩში შედგა (1:0). ქვეყნის სუპერთასის შეხვედრაში კი „ალ-ნასრი" იმავე მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. რონალდუ ეფექტური მოქმედებებით არ გამორჩეულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127055