ფეხბურთი

21:46 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის პედრიმ „ბარსელონაში" მე-100 მატჩი ჩაატარა

„ბარსელონას“ ჭაბუკმა ნახევარმცველმა, პედრიმ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში „ჟირონას“ წინააღმდეგ (0:1), 26-ე წუთზე უსმან დემბელე შეცვალა და მეორე ტაიმში ერთადერთი ბურთი სწორედ მან გაიტანა. ეს თამაში 20 წლის ფეხბურთელისთვის კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებული მე-100 შეხვედრა გახლდათ .

პედრი „ბარსელონას“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა შემდეგ ერთი სეზონით „ლას პალმასში“ იჯარით გაანათხოვრეს.

2020/2021 წლების სეზონის შემდეგ კი, ფაქტობრივად, „ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ჯამში, გუნდის 100 მატჩში, ნახევარმცველმა 15 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

პედრი ესპანეთის ნაკრებში 18-ჯერ გამოიძახეს.

0.124167