სხვა

21:19 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა: "საკუთარ თავს ვაჯობე, მაგრამ იდეალური გამოსვლა არ მქონდა"

ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდა და გამოსვლის წინ ძალიან ნერვიულობდა.

„ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, შოკში ვარ, მაგრამ შრომა დამიფასდა. სრიალის დაწყებამდე ისე ვღელავდი, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ბევრი ემოცია მქონდა. მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე და არ ვფიქრობდი, მოვიგე თუ არა.

ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი პროგრამა კარგად ვაჩვენე, უფრო ელემენტებზე ვიყავი ორიენტირებული. სრიალი იდეალური და სრულიად სუფთა არ იყო“, - თქვა გუბანოვამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი ოქროს მედალია ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე. 20 წლის ანასტასიას ჩემპიონობამდე საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მედალი იყო, რომლებიც ელენე გედევანიშვილმა (ორჯერ) და მორის ყვითელაშვილის ანგარიშზეა.

0.136366