კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშებას აშშ უმასპინძლებს. გადაწყვეტილება კონმებოლმა მიიღო.
ტურნირში სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყანასთან ერთად კონკაკაფის ზონის 6 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. ამ გადაწყვეტილების მიზანია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მომზადება და ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია 2026 წლის მუნდიალისთვის, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის კოპა ამერიკა 14 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული ქალაქები, რომლებიც მატჩებს უმასპინძლებენ.