სხვა

2:15 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძის მეშვიდე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ფინეთის ქალაქ ესპოში გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი მამაკაცთა კატეგორიაში, სადაც სულ 29 სპორტსმენი მონაწილეობდა. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ასპარეზობდნენ ქართველი სპორტსმენები მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.

უფროსების კატეგორიაში ნიკა ეგაძისათვის ეს ჩემპიონატი კარიერაში რიგით მეორე იყო და 220.65 ჯამური ქულით, როგორც სეზონის საუკეთესო შედეგი, ნიკამ მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში კი მის მიერ მიღებული ტექნიკური ქულა 78.06 პრიზიორების შემდეგ მეოთხე შედეგი აღმოჩნდა.

მორის ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დაშვებული შეცდომების გამო მე-16 პოზიციით დაასრულა ჩემპიონატი. ქართველმა სპორტსმენებმა ამ შედეგებით მიღებული რეიტინგული ქულით მომავალი ევროპის ჩემპიონტზე 2 საგზური შეინარჩუნეს. 2023 წლის ევროპის ჩემპიონი მამაკაცთა კატეგორიაში ფრანგი სპორტსმენი ადამ სიაო ხიმ ფა გახდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი იტალიელმა და შვეიცარიელმა მოციგურავეებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130277