საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) უკრაინაში საომარი მოქმედებებისგან განდგომილი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით დაშვების საკითხს განიხილავს.
IOC განცხადებით, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინაში საომარ მოქმედებებს, არანაირი სახით არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას თავიანთ ქვეყანებში. მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სრულიად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას, შეეძლებათ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ ასპარეზობებში მონაწილეობა მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც IOC-ის სამშვიდობო მისიის წინააღმდეგი და უკრაინაში ომის მხარდამჭერი არ არის. ასევე ასპარეზობებში მონაწილეობა მხოლოდ მათ შეეძლებათ, რომლებიც სრულიად იცავენ მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსს და ყველა შესაბამისი ანტისადოპინგო წესს.
ამასთან, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო რუსეთის და ბელარუსის მიმართ არსებული სანქციების გაძლიერების და უკრაინელი სპორტსმენების და უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.
ასევე აღნიშნულია, რომ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელი მისია, ყველა სპორტსმენის უფლება და მთავრობებმა არ უნდა გადაწყვიტონ, რომელ სპორტსმენებს შეეძლებათ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომლებს - არა. გარდა ამისა, არცერთი სპორტსმენი არ უნდა ჩამოშორდეს ასპარეზობებს მხოლოდ მათი პასპორტის გამო.
ნათქვამია, რომ სპორტსმენის მხრიდან ამა თუ იმ წესის თუ პირობების დარღვევის შემთხვევაში, საერთაშორისო ფედერაციამ ის დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას შეჯიბრებიდან და ჩამოაშოროს შემდგომ ასპარეზობებს, რაც უნდა ეცნობოს IOC-ს შემდგომი ზომების მისაღებად.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამგვარ გადაწყვეტილებას "ათლეტები უკრაინისთვის" და მათი მხარდამჭერების მხრიდან უაღრესად მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, ნეიტრალური სტატუსით პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვებაზე IOC-ის პოზიცია რუსეთის სასტიკი ომის და უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი სიგნალია.
Global Athlete-თან ერთად გაკეთებული ერთობლივი განცხადებაში აღნიშნულია, რომ IOC-ის ქმედებები წინააღმდეგობაშია ოლიმპიურ ქარტიასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ შეფასებებს ასევე წინ უძღოდა აზიის ოლიმპიურ საბჭოში (ОСА) რუსეთის მიღების ინიციატივა და შემდგომ IOC-ის მხრიდან ასეთი იდეის განხილვა, რომლის მეშვეობითაც რუსს სპორტსმენებს პარიზის თამაშებისთვის ლიცენზიებისთვის ბრძოლა აზიური საკვალიფიკაციო ტურნირების დახმარებით შეეძლებათ.
GEONOC.ORG.GE