ფეხბურთი

17:07 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო 11-ეულიც ასე გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხმების 95% კვარაცხელიას ერგო. სიმბოლურ ნაკრებში ამაზე მეტი ხმა არავის მიუღია, რაც მიუთითებს, რომ ის საუკეთესოებში დამაჯერებლად მოხვდა.

კვარას გარდა, სიმბოლურ ნაკრებში „ნაპოლის“ კიდევ 5 ფეხბურთელია, მთლიანობაში კი სიმბოლურ ნაკრები ასეთია:

მეკარე: ალექს მერეტი (ნაპოლი)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), კრის სმოლინგი (რომა), ტეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი)

თავდამსხმელები: ადემოლა ლუქმენი (ატალანტა), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში კონკრეტულად სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.

0.137233