ჩოგბურთი

16:35 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია და ნადალის რეკორდს ერთი ნაბიჯი აშორებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია და მორიგ ტიტულთან ერთ ნაბიჯშია. სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ამერიკელი ტომი პოლი როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა.

შეხვედრა მხოლოდ 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და „ნოლემ“ მეტოქეს ყველაფერში აჯობა. მხოლოდ პირველი სეტი იყო დაძაბული, რომელშიც ამერიკელმა სერბს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ, 5:7 წააგო. სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში ნოვაკს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ორ სეტში მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო - 6:1, 6:2.

ჯოკოვიჩმა 12 ეისი შეასრულა, ორმაგი შეცდომა კი 5-ჯერ დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს ორმაგი შეცდომა არ ჰქონია, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ 4 ეისი მიითვალა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მეათედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და ამ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა არასდროს წაუგია. ლეგენდარული სერბი რაფაელ ნადალის რეკორდსაც უტევს, რომელსაც დიდი სლემის ტურნირი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 29 იანვარს გაიმართება და ჯოკოვიჩის მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

0.121996