ჩოგბურთი

12:25 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანოს ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა თანრიგში პირველი ფინალისტი გამოვლინდა - სტეფანოს ციციპასმა კარენ ხაჩანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალშია.

ბერძენმა რუს მეტოქეს 3 საათსა და 24 წუთში, 7:6, 6:4, 6:7, 6:3 აჯობა. შეხვედრა დაძაბული იყო და ორი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, მაგრამ მთლიანობაში ციციპასი უკეთ თამაშობდა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

სტეფანოსმა 18 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუსმა ჩოგბურთელმა 10 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ სტეფანოს ციციპასი დიდი სლემის ფინალში კარიერაში მეორედ ითამაშებს. პირველად მან ასეთ წარმატებას 2021 წელს მიაღწია, როცა როლან გაროსის ფინალში იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11505