ფეხბურთი

2:05 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ სადებიუტო გოლი ისევ ვერ გაიტანა, "ალ-ნასრი" სუპერთასზე დამარცხდა

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრში“ მეორე მატჩი ჩაატარა, თუმცა სადებიუტო გოლი ჯერ არ გაუტანია.

პორტუგალიელი ფეხბურთელის კლუბი საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ-იტიჰადთან“ 1:3 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა, შესაბამისად, ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს.

რონალდუმ 90 წუთი ითამაშა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა. უფრო მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქე ეუხეშა და ტრავმას გადაურჩა. „ალ-ნასრიდან“ ერთადერთი გოლი ანდერსონ ტალისკამ გაიტანა.

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ იტიჰადი“ „ალ ფეიჰას“ შეხვდება, რომელმაც „ალ-ჰილალი“ 1:0 დაამარცხა.

0.115485