ავტოსპორტი

21:31 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ახალ კონტრაქტს სეზონის დაწყებამდე არ გააფორმებს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰამილტონს სურს, რომ ტესტების და პირველი ეტაპის დროს, მანქანის შესაძლებლობებში დარწმუნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმოს „მერსედესთან“ ახალი კონტრაქტი.

მიმდნრე კონტრაქტის მიხედვით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გერმანულ გუნდში 2023 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. მხარეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებენ. უფრო მეტიც, გუნდის შეფ ტოტო ვოლფს ნათქვამი აქვს, რომ ჰამილტონთან პირობების შეთანხმება საათებში შეუძლია.

მაგრამ ირკვევა, რომ „მერსედესს“ კონტრაქტის რაც შეიძლება ადრე გაფორმება სურს, რათა შემადგენლობის სტაბილურობა რამდენიმე სეზონში უზრუნველყოს. ჰამილტონისთვის პრიორიტეტი კი ისაა, რომ ბრძოლისუნარიანი ახალი მანქანა მიიღოს. ამიტომ, როგორც „ლონდონ ინსაიდერი“ წერს, ჰამილტონს სურს, რომ კონტრაქტის პირობები სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ შეათანხმოს, როდესაც იმაზე წარმოდგენა ექნება, თუ რა პოტენციალი აქვს ახალ W14-ს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია, ჰამილტონის გარემოცვიდან მიიღო, ოღონდ მის მომწოდებელს არ აკონკრეტებს.

0.115078