„ალ-იტიჰადის“ მცველმა, მარსელ ტისერანმა, საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში „ალ-ნასრთან“ შეხვედრის წინა დღეს, მეტოქე კლუბის ახალწვეულის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
„თქვენ ხედავთ, რომ რონალდუ საკუთარ თავს კარგად უვლის. მაგრამ ნამდვილად აღარ აქვს 20 წლის ყმაწვილის ფეხები. ახლა პარტნიორების დახმარება სჭირდრება. ის მეტ ყურადღებას თავით ვარჯიშებს უთმობს. ვფიქრობ, კრიშტიანუ განვითარდება და სწრაფად მოერგება საუდის არაბეთის ჩემპიონატს“, - ციტირებს ტისერანის სიტყვებს footmercato.
„ალ-ნასრისა“ და „ალ-იტიჰადის“ შეხვედრა, დღეს, 26 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.