ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე მელო, რომელიც ამჟამად „ფლუმინენსეში“ თამაშობს, ყურადღების ცენტრში მოექცა.
საქმე ისაა, რომ 39 წლის ფეხბურთელმა თავის შვილთან, დანი მელოსთან ერთად ივარჯიშა, რომელიც „ფლუმინენსეს“ აკადემიიდან პირველ გუნდში დააწინაურეს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფელიპე მელო და თავისი შვილი ახლა უკვე თანაგუნდელები არიან.
დანი მელო 18 წლისაა და ფეხბურთში ხშირად ვერ ნახავთ ფაქტს, როცა მამა-შვილი ერთ გუნდში თუნდაც ვარჯიშობენ.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელოს არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „ფლამენგოში“, „კრუზეიორში“, „გრემიოში“, „მალიორკაში“, „რასინგში“, „ალმერიაში“, „ფიორენტინაში“, „იუვენტუსში“, „გალათასარაიში“, „ინტერსა“ და „პალმეირასში“, ხოლო „ფლუმინენსეს“ 2022 წელს შეუერთდა. ბრაზილიის ნაკრებში ფელიპე მელომ 2009-2010 წლებში 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.