იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ „მილანისა“ და შარლ დე კეტელარეს შესახებ ისაუბრა, რომელმაც კლუბისა და ფანების მოლოდინი ვერ გაამართლა.
21 წლის ბელგიელ ფეხბურთელს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა პედულამ თქვა, რომ მას დრო სჭირდება, რადგან ყველა ხვიჩა კვარაცხელია არაა.
„ძანიოლო სწორი ნაბიჯი იქნება „მილანისთვის“, რომელსაც სჭირდება ხარისხიანი მოთამაშე, რადგან ზაფხულის ტრანსფერებმა „როსონერიში“ არ იმუშავა. დე კეტელარეს თავი დავანებოთ, იმიტომ, რომ დრო უნდა მივცეთ და ყველა კვარაცხლია არ არის, მაგრამ „მილანის“ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც ვერ მოახერხეს თავის გამოჩენა“, - თქვა პედულამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ შარლ დე კეტელარე ზაფხულში „ბრიუგედან“ დიდი მოლოდინით დაიმატა, მაგრამ ბელგიელმა ფეხბურთელმა ჯერჯერობით პოტენციალი ვერ გამოავლინა და შავ-წითელი მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში გოლი არ გაუტანია.