არგენტინის ნაკრების სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და წერს, რომ მესი 2024 წლის კოპა ამერიკაზეც ითამაშებს. ასევე, ფორვარდი 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
გეტყვით, რომ მესი ახლოსაა პსჟ-სთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებასთან, მხარეების თანხმობის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, არგენტინამ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და ეს მესის დიდი დამსახურებაა. 2026 წელს გასამართ მუნდიალზე კი ლიონელი 39 წლის იქნება.