ქართველი მორაგბე, ლევან ჩილაჩავა, რომელიც ფრანგული „კასტრის“ ღირსებას იცავს, ჩემპიონთა თასის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ბურჯის გუნდი ინგლისურ „ექსტერ ჩიფსთან“ დიდი ანგარიშით, 3:40 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგამ ჩილაჩავას თამაში მაინც გამოარჩია.
პირველხაზელმა 4 წარმატებული ბოჭვა განახორციელა და მეტოქეს რაქიდან ბურთი ორჯერ ამოაცალა. გარდა ამისა, ის თავისი შეტევებით „კასტრში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რის გამოც დაიმსახურა კიდეც სიმბოლურ გუნდში მოხვედრა.
მისმა გუნდმა ჩემპიონთა თასი მოგების გარეშე დაასრულა. შემდეგი შეხვედრა „კასტრს” TOP 14-ში „ბორდოს” წინააღმდეგ 28 იანვარს, 21:00 საათზე ელის.