ფეხბურთი

21:10 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "დღეიდან ნაწილობრივ მეც პოლონელი ვარ"

პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში დაინიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდს დიდი წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს.

„ეს ჩემთვის პატივია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ქვეყანაზე. პოლონეთი არის დიდი ქვეყანა, უაღრესად მდიდარი ისტორიით და კულტურით. პოლონეთის ნაკრებს დიდი ისტორია აქვს, მახსოვს პოლონეთის ნაკრების დიდი გუნდები. დღეიდან ნაწილობრივ პოლონელი ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლონელებს დიდი სიხარული მივანიჭოთ. ყოველი წარმატება შრომას მოითხოვს, ბედნიერება ციდან არ ჩამოვარდება, ის უნდა დაიმსახურო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრს მივაღწევთ“, - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუში 2016-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებს წვრთნიდა, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120758