სხვა

20:26 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეექვსე წაგება ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „დინამო თბილისი“ კონკურენტ „ვასპო ჰანოვერს“ შეხვდა, რომელთანაც ერთად ჯგუფში ბოლო ადგილს იყოფდა, მაგრამ მორიგი მარცხი განიცადა.

საქართველოს ჩემპიონმა 11:14 წააგო და გადამწყვეტი პირველი პერიოდი იყო, რომელიც გერმანელებმა 3:0 მოიგეს და საბოლოოდ, სწორედ ამ სხვაობით მოიგეს. დარჩენილ სამ პერიოდში „დინამომ“ მეტოქეს თანაბრად ეთამაშა, მაგრამ ვერ აჯობა და მარცხი განიცადა.

„დინამო თბილისი“ A ჯგუფის აუტსაიდერია ექვს ტურში 6 წაგებით, მომდევნო ტურის მატჩი კი 7 თებერვალს, თბილისში იტალიურ „პრო რეკოსთან“ ელოდება.

„დინამო თბილისი“ – „ვასპო ჰანოვერი“ 11:14 (0:3, 5:5, 2:2, 4:4)

0.11913