ლონდონის „ტოტენჰემი“ „ვილიარეალიდან“ არნო დანჯუმას დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი „დეზებს“ იჯარით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ დანჯუმას მანამდე შეთანხმება „ევერტონთან“ ჰქონდა მიღწეულია, მაგრამ „ტოტენჰემის“ გააქტიურების შემდეგ მან ანტონიო კონტეს გუნდი აირჩია.
დანჯუმა „ვილიარეალში“ 2021 წლიდან თამაშობს და 51 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. მას ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბორნმუთში“ ირჯებოდა, მანამდე კი „ნაიმეგენისა“ და „ბრიუგეს“ წევრიც იყო.