სხვა

13:16 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ტრამპლინიდან მხტომელები ჩაერთნენ

ფრიული, ვენეცია, ჯულიას (იტალია) ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქმეში ჩაერთნენ ტრამპლინიდან მხტომელები.

საქართველოს წარმოადგენდნენ გიორგი მიქელაძე და გიორგი დიაკონოვი. ინდივიდუალური ხტომების პირველ წრეში ასპარეზობას 45 ტრამპლინიდან მხტომელი შეუდგა. დიაკონოვი 43,7 ქულით 43-ე ადგილზე გავიდა, 32 ქულით 44-ე იყო მიქელაძე.

ფინალში ასპარეზობისთვის 30 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

25 იანვარს სარბიელზე გავლენ ნიკოლოზ გაბულდანი (სნოუბორდი, სლოპსტაილი), ლუკა ბურდული, ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი (სამთო თხილამურები, გიგანტური სლალომი) და კოსტანტინე სუპატაშვილი (ფიგურული ციგურაობა, მოკლე პროგრამა).

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალზე 47 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველო, რომელიც სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურები, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

geonoc.org.ge

0.115853