ლონდონის „არსენალი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - იაკუბ კივიორი.
22 წლის პოლონელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა იტალიურ „სპეციას“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა. კივიორმა 15-ნომრიანი მაისური მოირგო და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
იაკუბ კივიორს პოლონეთის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, „სპეციაში“ კი 2021 წლიდან თამაშობდა და 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.