ჩოგბურთი

23:23 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეგულა დიდი სლემის ნახევარფინალში პირველად გასვლას უმიზნებს

ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე ნომრით მოთამაშე ამერიკელ ჯესიკა პეგულას იმედი აქვს, რომ კარიერაში პირველად მიაღწევს დიდი სლემის ნახევარფინალს. ის ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს მელბურნის ტურნირის მეოთხედფინალში, სადაც მეტოქედ ორგზის ჩემპიონი, ბელარუსი ვიკტორია აზარენკა ეყოლება.

პეგულა ქალთა ბადეში, ტურნირს შემორჩენილებს შორის, ყველაზე მაღალი განთესვის ნომრის მქონე ჩოგბურთელია. პოლონელმა იგა სვიატეკმა და ტუნისელმა ონს ჟაბურმა უკვე დატოვეს ასპარეზი.

28 წლის პეგულა ამბობს, რომ ფავორიტის რანგში ყოფნა, უხერხულობას უქმნის, თუმცა იმავდროულად, ის უწინდლთან შედარებით უფრო თავდაჯერებულიცაა, რადგან:

„დიდებულად ვირჯები. მთელი ტურნირის განმავლობაში, გაცილებით უკეთ ვთამაშობ, ვიდრე დიდი სლემის რომელიმე ტურნირზე მითამაშია. ვფიქრობ, ეს მეხმარება. მეტი გამოცდილება მაქვს დაგროვილი და ამის წყალობით, მეოთხედფინალის წინ, ძალიან თავდაჯერებული ვარ. დიდი შანსი მაქვს იმის, რომ ნახევარფინალში გავიდე“.

33 წლის აზარენკა პირველად გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში მას შემდეგ, რაც დედა გახდა. 2021 წელს მას ეს ტურნირი სწორედ პეგულამ დაატოვებინა. და ახლა ბელარუს ჩოგბურთელს რევანში სწყურია.

„ის საოცარი ჩოგბურთელია. ერთხელ ტურნირი დამატოვებინა და ამიტომ, რევანშს ვაპირებ. ის ცემი მეგობარია და მას ვაფასებ. ამის მიუხედავად, ყოველთვის უშეღავათო ბრძოლები გვაქვს. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ და ამიტომ, სიურპრიზებს არ ველით“, - ამბობს აზარენკა, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობა 2012 და 2013 წლებში აქვს მოგებული.

0.113811