კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი საუდის არაბეთში შედგა, თუმცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა.
„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა „ალ-ეტიფაქთან“ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც კრიშტიანუ მეტოქე მცველის მოტყუებას ვერ ახერხებს, რასაც ფანების მხრიდან დამცინავი კომენტარები მოჰყვა.
„რონალდუს დრიბლინგის გაკეთება საუდის არაბეთშიც არ შეუძლია“, „უკვე ყოფილი ფეხბურთელია, ძლივს მოძრაობს“ - და, სხვა უარყოფითი კომენტარები.
ფაქტია, რომ ახალ ჯერი რონალდუზეა, რომ აღნიშნულ კომენტარებს მოედნიდან საკადრისი პასუხი გასცეს. „ალ-ნასრმა“ „ალ-ეტიფაქი“ ანდერსონ ტალისკა 1:0 დაამარცხა.